ჩვენს შესახებ
“ფარმა სოლუშენს”-ი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ფარმაცევტული პროდუქტების მსოფლიო კლასის სასაწყობო ინფრასტრუქტურას, რომელიც აკმაყოფილებს მწარმოებლის მიერ მედიკამენტების შენახვისთვის და ტრასნპორტირებისთვის განსაზღვრულ პირობებს, ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
კომპანია აერთიანებს ევროპული GDP გაიდლაინების შესაბამისად მოწყობილ სასაწყობე ინფრასტრუქტურას, თანამედროვე ავტოპარკს და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალს. პროექტის ფარგლებში საქართველოში მოქმედ საბითუმო დისტრიბუტორებს და ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სერვისებით, რომლებიც მოიცავს ერთმანეთთან ინტეგრირებული ოპერაციების სრულ ჯაჭვს - მედიკამენტის იმპორტიდან მათი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით.
ჩვენი სერვისებით სარგებლობს დაახლოებით 60 საშუალო და მცირე სიდიდის ფარმაცევტული ბროკერი თუ საბითუმო რეალიზატორი, რომელთათვისაც ვახორციელებთ მედიკამენტების დასაწყობებას და შემდგომ დისტრიბუციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა და ქალაქში.
დეტალურად